კალათბურთი

13:44 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტი” დაწინაურდა, ტეხასურ დერბიში “ჰიუსტონმა” იმარჯვა

გვიან ღამით ნაციონალური საკალლათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის 4 მატჩი გაიმართა.

კანადაში “ტორონტო” “ვაშინგტონს დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დროს 82:82 დასრულდა. დამატებით ხუთწუთეულში უკეთესი “ვაშინგტონი” აღმოჩნდა და სერიაში 1:0 დაწინაურდა. დედაქალაქელებს 20 ქულით პოლ პირსმა ულიდერა.

“გოლდენ სტეიტი” საკუთარ დარბაზში “ნიუ ორლეანს” შეხვდა. “ოქროსშტატელებმა” პირველ პერიოდში მეტოქე 28:13 გაანადგურეს. ნიუ ორლეანელებმა ბოლო პერიოდში შეძლეს სხვაობის შემცირება, მაგრამ საბოლო თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხეს. სტივ კერის შეგირდებმა 106:99 მოიგეს. ნიუ ორლეანს 35 ქულიტ ენტონი დევისმა ულიდერა, ოკლენდელებს 34 ქულით – სტეფ კარიმ.

ტეხასურ დერბში “ჰიუსტონმა” შინ “დალას მავერიკს” 118:108 მოუგო. მატჩი ჰიუსტონელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, დალასი სულ მდევრის როლში გახლდათ და საბოლოოდ “როკეტსმა” შეინარჩუნა 10 ქულიანი ჰანდიკაპი და სერიაში დაწინაურდა. 24-24 ქულით თავიან გუნდებს ჯეიმს ჰარდენმა და დირკ ნოვიცკიმ ულიდერეს.

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე “კლიველენდ კავალიერსი” “ბოსტონ სელტიკსს” დაუპირისპირდება.

“ტორონტო რეპტორსი” – “ვაშინგტონ ვიზარდსი” 86:93 (23:19, 19:27, 14:19, 26:17 ო.ტ. 4:11)

“ტორონტო”: ჯონსონი (18 ქ.), დეროზანი (15 ქ. 11 მ.), უილიამსი (10 ქ.), ვასკესი (10 ქ.), პატერსონი (10 ქ.), ლოური (7 ქ.), როსი (6 ქ.), ვალანჩუნასი (6 ქ. 8 მ.), ჰენდსბრო (4 ქ.)

“ვაშინგტონი”: პირსი (20 ქ.), ბილი (16 ქ. 9 მ.), ნენე (12 ქ. 13 მ.), სერაფინი (10 ქ.), უოლი (10 ქ. 8 პ.), გორტატი (8 ქ.), გუდენი (6 ქ.), პორტერი (5 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=GG0nZFG8dgA

“გოლდენ სტეიტი” – “ნიუ ორლეან პელიკანსი” 106:99 (28:13, 31:28, 25:5, 22:33)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (34 ქ.), ტომპსონი (21 ქ.), გრინი (15 ქ. 12 მ.), ბარნსი (12 ქ. 8 მ.), ბოგუტი (12 ქ. 14 მ.), იგუადალა (8 ქ.), ეზელი (2 ქ.), ლივინგსტონი (2 ქ.)

“ნიუ ორლეანი”: დევისი (35 ქ. 7 მ.), პოინდექსტერი (20 ქ.), გორდონი (16 ქ.), კოული (8 ქ.), აჟინცა (6 ქ.), ჰოლიდეი (5 ქ.), კანინგჰემი (3 ქ.), ანდერსონი (3 ქ.), ევანსი (1 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=TY2E4JJlvPo

“ჩიკაგო ბულზი” – “მილუოკი ბაქსი” 103:91 (30:29, 30:22, 26:24, 17:16)

“ჩიკაგო”: ბატლერი (25 ქ.), როუზი (23 ქ. 7 პ.), ბრუქსი (13 ქ.), გასოლი (10 ქ. 13 მ.), დანლივი (9 ქ.), გიბსონი (8 ქ.), ნოა (6 ქ. 11 მ.), მიროტიჩი (5 ქ.), სნელი (4 ქ.)

“მილუოკი”: მიდელტონი (18 ქ.), ილიასოვა (15 ქ.), ანტეტოკუმპო (12 ქ.), ჰენსონი (12 ქ.), ბეილესი (11 ქ.), კარტერ-უილიამსი (9 ქ.), ფაჩულია (6 ქ. 10 მ.), მაიო (6 ქ.), დადლი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=t5yfFIk19sA

“ჰიუსტონ როკეტსი” – “დალას მავერიკსი” 118:108 (32:19, 27:36, 25:22, 34:31)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (24 ქ. 11 პ.), ჯონსი (18 ქ. 9 მ.), ტერი (16 ქ.), ბრიუვერი (15 ქ.), არიზა (12 ქ. 11 მ. 6 პ.), სმიტი (11 ქ.),ჰოვარდი (11 ქ.), კაპელა (8 ქ.), პრიჯიონი (2 ქ.)

“დალასი”: ნოვიცკი (24 ქ. 8 მ.), ელისი (16 ქ.), რონდო (15 ქ.), ბარეა (12 ქ.), ჩენდლერი (11 ქ. 18 მ.), სტაუდემაიერი (10 ქ.), პარსონსი (10 ქ.), ვილანუევა (6 ქ.), ამინუ (2 ქ.), ჰარისი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=6U7PgfWMAec

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123148