ფეხბურთი

13:02 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსვ ჰოლანდიის ჩემპიონი ოცდამეორედ გახდა (+VIDEO)

ჰოლანდიის ერედივიზიონის 2014/15 წლების სეზონის გამარჯვებული პსვ გახდა. ფილიპ კოკუს შეგირდებმა შინ “ჰერენვეენი” 4:1 გაანადგურეს და სატურნირო ცხრილში 31 ტურის შემდეგ 79 ქულა მოაგროვეს.

ამსტერდამის “აიაქსი” მეორე ადგილზე 66 ქულით იმყოფება, დედაქალაქელებს 4 შეხვედრა აქვთ ჩასატარებელი, თუმცა ჩემპიონობის შანსი აღარ დარჩათ.

პსვ ტიტულს 2008 წლის შემდეგ პირველად დაეუფლა, სულ კი ერედივიზიონის გამარჯვებულები 22-ედ გახდა. კოკუს შეგირდებმა ჰოლანდიის ჩემპიონატში “აიაქსის” 4-წლიანი გამარჯვებათა სერია შეწყვიტეს. ჰოლანდიაში ყველაზე მეტი გამარჯვება “აიაქსს” ეკუთვნის, ამსტერდამელებმა ერედივიზიონი 33-ჯერ მოიგეს.

მიმდინარე სეზონის ბომბარდირთა დავას პსვ-ს ფეხბურთელები მემფის დეპაი (20 გოლი) და ლუკ დე იონგი (19) ლიდერობენ. მესამე ადგილზე “დან ჰააგის” თავდამსხმელი, ასევე ჰოლანდიელი კრამერი (16) გახლავთ და დიდი ალბათობით საუკეთესო მეგოლის ტიტულიც ეინდჰოვენელთა წარმომადგენელს გადაეცემა.

0.128531