ჩოგბურთი

12:29 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაია მეოთხედფინალში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი სოფო ქვაცაბაია იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა.

მე-4 ნომრად განთესილი ქვაცაბია იტალიელ ნასტასია ბარნეტს დაუპირისპირდა და 5:7, 2:6 დამარცხდა.

წყვილთა ტურნირში ქვაცაბაიამ და ჰოლანდიელმა ქუირინ ლემოინმა ნახევარფინალში წააგეს.

0.116074