საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა რუმინეთის საერთაშორისო ტურნირი მე-3 ადგილზე დაასრულა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ქართველებმა ტურნირის ბოლო, მე-3 ადგილისთვის მატჩში თურქეთის ის ნაკრები დაამარცხეს, რომელთანაც ჯგუფის პირველ ტურში 47:57 წააგეს.
ქართველებმა თურქები საკმაოდ იოლად – 13 ქულის სხვაობით, 53:40 დაამარცხეს. 16 ქულით საუკეთესო ნიკა ყირიმელი გახდა, 14 ქულა დააგროვა ლადო ალავიძემ, ხოლო საერთო სარგებლიანობით საუკეთესო გოგა ბითაძე გახდა, რომელმაც 10 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა.
ფინალურ მატჩში რუმინეთმა ბულგარეთს მოუგო. ქართველები საქართველოში კვირას დაბრუნდებიან და ნაკრების 12-ვე წევრი თბილისში მიმდინარე „სასკი ბასკონიას" კემპში ჩაერთვება.
www.gbf.ge