ფეხბურთი

3:04 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” უპირატესობა შეინარჩუნა

ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ნოუ კამპზე” შედგა, სადაც გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “ბარსელონამ” მე-4 ადგილოსანი “ვალენსია” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, რითაც მადრიდის “რეალთან” არსებული ორქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

მასპინძელთათვის შეხვედრა იდეალურად დაიწყო და ლიონელ მესის გადაცემის შემდეგ ლუის სუარესმა პირველივე წუთზე გახსნა ანგარიში. ამის შემდეგ, “ვალენსია” დიდ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა და არაერთხელ შეეძლო გატანა, თუმცა სტუმრებს ძალიან არ უმართლებდათ. მე-4 წუთზე როდრიგო მორენომ ოდნავ ააცილა კარს, ხოლო მე-9 წუთზე დანიელ პარეხომ 11-მეტრიანი ძალიან ცუდად შეასრულა და ანგარიშის გათანაბრების 100%-იანი შანსი გაუშვა ხელიდან. რასაკვირველია, ბრავოს დიდებულ თამაშს არავინ უკარგავს, თუმცა სტუმართა კაპიტანს უკეთესად დარტყმა მართებდა. სამი მომენტი ჰქონდა პაკო ალკასერს, რომელთაგან ერთი ნაღდი საგოლე ეპიზოდი გახლდათ, მაგრამ არც ახალგაზრდა ფორვარდს გაუმართლა და მისი დარტყმული ბრავოს კარის ძელმა მოიგერია. ტაიმის ბოლოს “ბარსელონასაც” ჰქონდა კარგი შანსი, მაგრამ ლიონელ მესიმ ახლო მანძილიდან ააცილა.

მეორე ნახევარში თამაშის სცენარი შეიცვალა. ლუის ენრიკემ ადრიანოს ნაცვლად ივან რაკიტიჩს უხმო მინდორზე, ხოლო მარცხენა ფლანგი ჟერემი მატიეს ჩააბარა. ცვლილებამ ნამდვილად გაამართლა, რაკიტიჩის გამოსვლის შემდეგ “ბარსელონამ” თამაშის დალაგება მოახერხა და “ღამურები” პირველი ტაიმისგან განსხვავებით მწვავე შეტევებს ვეღარ ახორციელებდნენ. მეორე ნახევარში, სტუმართაგან ერთადერთი რეალური მომენტი როდრიგო მორენოს ჰქონდა, რომელსაც ბრავომ აჯობა. “ბარსელონას” მხრიდან გატანა შეეძლოთ პედროსა და მესის, ესპანელს დიეგო ალვეშმა აჯობა, ხოლო არგენტინელის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა. “ბლაუგრანამ” მეორე გოლის გატანა შეხვედრის 94-ე წუთზე მოახერხა, სტუმართა ყველა ფეხბურთელი უკანასკნელ შეტევაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ბურთი ჟოაო კანსელომ დაკარგა და ლიონელ მესი უმალ მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა – არგენტინელი ცუდად გაისარჯა და ალვეშს ბურთი თავზე ვერ გადაუგდო, თუმცა ვერც ბრაზილიელმა იყოჩაღა, ბურთი მესის მიმართულებით მოიგერია და მანაც დამატებაზე ცარიელ კარში შეაგორა ბურთი – 2:0. აღსანიშნავია, რომ მესიმ კატალონიური გრანდის რიგებში მე-400 გოლი გაიტანა.

“ვალენსიას” წაგებით ისარგებლა მადრიდის “ატლეტიკომ”, რომელმაც გასვლაზე “დეპორტივო” დაამარცხა და მე-3 ადგილი გაიმყარა. “როხიბლანკომ” პირველი ნახევარი ანტუან გრიზმანის დუბლით მოიგო. შეხვედრის მიწურულს ორიოლ რიერამ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, გათანაბრებასაც ბევრს ეცადნენ, თუმცა მატჩის შედეგი აღარ შეცვლილა – 1:2.

“ბარსელონას” არ ჩამორჩა მადრიდის “რეალი”, რომელმაც შინ “მალაგა” დაამარცხა. მადრიდელებს გამარჯვება ძვირად დაუჯდათ, მე-5 წუთზე გარეტ ბეილმა მიიღო ტრავმა და შესაცვლელი გახდა, ხოლო მე-60 წუთზე ლუკა მოდრიჩმა დატოვა იძულებით მინდორი (თუ რამდენ ხანს იუქმებენ აღნიშნული მოთამაშეები, დაზუსტებისთანავე გაცნობებთ). რაც შეეხება შეხვედრას, მადრიდელებმა პირველი ნახევარი სერხიო რამოსის გოლით მოიგეს. სტუმრები თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას და გოლის გაუქმებას ითხოვდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

67-ე წუთზე კრიშტიანო რონალდუს გოლის გატანის 100%-იანი შანსი ჰქონდა, თუმცა პორტუგალიელმა 11-მეტრიანი იდეალურად ვერ შეასრულა და ძელს გაარტყა ბურთი. მადრიდელებმა ორ წუთში გაიტანეს გოლი, ულამაზესი კომბინაცია ხამეს როდრიგესის მშვენიერი დარტყმით დაგვირგვინდა. უკვე ორ წუთში სტუმრებმა მოახერხეს გოლის გატანა, ხუანმიმ თავური დარტყმით გაუტანა იკერ კასილასს. შეხვედრას საბოლოო წერტილი 92-ე წუთზე რონალდუმ დაუსვა, რომელმაც ხავიერ ერნანდესის პასით იხეირა და მაინც მოახერხა თავისი გოლის გატანა – 3:1.

დღის ბოლო შეხვედრაში “ბილბაომ” შინ “ხეტაფე” მიიღო და დიდი ანგარიშით გაანადგურა. გამოსარჩევია, არიც ადურისის დუბლი.

ბარსელონა – ვალენსია 2:0 (1:0)

ბარსელონა (4-3-3):
ბრავო, მატიე, პიკე, ადრიანო (რაკიტიჩი 46), ალვეში, ბუსკეტსი, ხავი (რობერტო 80), მასკერანო, ნეიმარი, ლ.სუარესი (პედრო 65), მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ვალენსია (4-1-4-1): ალვეში, ოტამენდი, მუსტაფი, ორბანი (გაია 46), ბარაგანი, ფუეგო, გომეში, პარეხო, ფეგული (კანსელო 67), როდრიგო, ალკასერი (ნეგრედო 74).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

გოლები:
1:0 ლ.სუარესი (1), 2:0 მესი (94).
გაფრთხილებები: ადრიანო, მასკერანო, რაკიტიჩი, ბრავო – ფუეგო, ორბანი, ოტამენდი, მუსტაფი
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 11(5)-11(3), ჯარიმა: 18-17, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 4-3, სეივი: 3-3

მე-9 წუთზე პარეხომ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

დეპორტივო – ატლეტიკო 1:2 (0:2)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, ლოპო, სიდნეი, ხუანფრანი, ლუისინიო (ხ.დომინგესი 64), ბერგენტინოსი, ლ.პერესი (ფარინა 46), მედუნჯანინი, კავალეირო, რიერა, ტოჩე (კუენკა 78)
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

ატლეტიკო (4-1-4-1): ობლაკი, ხ.ხიმენესი, გოდინი, გამესი, ხუანფრანი, ტიაგო, საული, კოკე, რ.გარსია, თურანი (რ.ხიმენესი 59), გრიზმანი (ფ.ტორესი 66).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1;0:2 გრიზმანი (5;22), 1:2 რიერა (78).
გაფრთხილებები: ტოჩე, სიდნეი – კოკე, გოდინი, რ.გარსია, ობლაკი
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 9(2)-15(10), ჯარიმა: 16-15, კუთხური: 5-6, თამაშგარე: 0-3, სეივი: 8-1

რეალი – მალაგა 3:1 (1:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): კასილასი, რამოსი, პეპე, არბელოა (კარვახალი 76), მარსელო, კროოსი, მოდრიჩი (ილარამენდი 60), ხამესი, ბეილი (ერნანდესი 5), რონალდუ, ისკო.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ს.სანჩესი, ანხელერი, ბოკა, როსალესი, რესიო (ტისონე 75), დარდერი (დუდა 87), სამუელი, კასტილიეხო (ჰორტა 81), ამრაბატი, ხუანმი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

გოლები: 1:0 რამოსი (24), 2:0 ხამესი (69), 2:1 ხუანმი (71), 3:1 რონალდუ (92).
გაფრთხილებები: არბელოა, კროოსი – ს.სანჩესი, ტისონე
მსაჯი: ვიკანდი გარიდო
ბურთის ფლობა: 71%-29%, დარტყმა: 12(6)-11(2), ჯარიმა: 11-26, კუთხური: 4-3, თამაშგარე: 5-0, სეივი: 1-3

67-ე წუთზე რონალდუმ პენალტი ვერ გაიტანა (ძელი)

ბილბაო – ხეტაფე 4:0 (1:0)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, აუტენეჩე, ირაოლა, სან ხოსე, ბენიატი, უილიამსი (აკეჩე 67), ვიგუერა (სუსაეტა 58), იბაი, ადურისი (სოლა 83).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ალექსისი, ველაზკესი, ვიგარაი, ლაგო, ხ.როდრიგესი, ლასენი, ჰინესტროზა (ბუენდია 80), დ.კასტრო (ფელიპი 75), ლეონი, სარაბია (დიავარა 60).
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო

გოლები: 1:0;2:0 ადურისი (45 პენ;46), 3:0 იბაი (79), 4:0 სუსაეტა (87).
გაფრთხილებები: ეჩიტა, ბენიატი – დ.კასტრო, ალექსისი, ლაგო, ლეონი
გაძევება: ველაზკესი 44.
მსაჯი: მატეუ ლაოსი
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 27(8)-1(1), ჯარიმა: 12-12, კუთხური: 6-1, თამაშგარე: 2-2, სეივი: 1-4

თეგებილა ლიგა
0.270895