ჩოგბურთი

21:18 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ზედიზედ მეოთხე მასტერზს დაუმიზნა

მსოფლიო რეიტინგსიის პირველმა ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ის ნახევარფინალში რაფა ნადალს 6:3, 6:3 მოუგო და მიჯრით 16-ე გამარჯვება იზეიმა. ამასთან, “ნოლე” მეოთხედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში. სულ კი ჯოკოვიჩს “მასტერზ1000”-ის 33-ე გადამწყვეტი მატჩი (22 ფინალი მოგებული აქვს) ელის. ფინალში ნოვაკი ჩეხ ტომაშ ბერდიხს შეხვდება და შეეცდება თავისი ზედიზედ მეოთხე “მასტერზ1000” მოიგოს. მით უმეტეს, ჯოკოვიჩს ბერდიხი 18-ჯერ ჰყავს დამარცხებული და დასავლეთსლავთან ორად-ორი მარცხი განუცდია.

ჯოკოვიჩისა და ნადალის დაპირისპირებას რაც შეეხება, დღევანდელმა მატჩმა საათსა და 37 წუთს გასტანა. 27 წლის სერბის ანგარიშზე 4 ბრეიკი და ერთი ეისია. რაფასა და ნოვაკის ურთიერთდაპირისპირებების ანგარიში 23:20 გახდა მალიორკელის სასარგებლოდ.

0.113472