ესპანური mundo deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონამ” თვალი მადრიდის “რეალის” შემტევ ნახევარმცველ ისკოს დაადგა. ბარსელონელები ფეხბურთელის “სამეფო გუნდში” ასპარეზობას მონიტორინგს გაუწევენ და ხელსაყრელ სიტუაციას დაელოდებიან.
ისკო “რეალმა” 2013 წლის ზაფხულში “მალაგადან” გადაიბირა და შემტევს კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე გაუფორმა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევროა.
ამავდროულად ცნობილია, რომ მადრიდელები ისკოს გაშვებას არ აპირებენ, ხოლო “ბარსელონა” კი ფეხბურთელის ასპარეზობით მოხიბლულია და მოთამაშის გადაბირება ძალიან სურს.
მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 44 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.