ლისაბონის “სპორტინგის” პორტუგალიელი მეკარე რუი პატრისიო შესაძლოა მომავალი სეზონიდან დორტმუნდის “ბორუსიაში” გადავიდეს. ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემა o jogo წერს.
გერმანულ გუნდს პორტუგალიის ნაკრების კარის დარაჯი ვეტერანი რომან ვაიდენფელერის შემცველელად ესახება, რომელიც ბოლო დროს ცუდ ფორმაშია და “ყვითლებთან” კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება.
27 წლის რუი პატრისიოს “სპორტინგის” გარდა სხვა კლუბში აქამდე არ უთამაშია. იგი ლისაბონური გუნდის ღირსებას 2006 წლიდან მოყოლებული იცავს.