დანიის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა “კოპენჰაგენმა” გუნდის მთავარ მწვრთნელ სტალე სოლბაკენს კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაუხანგრძლივა და ის დედაქალაქურ გუნდს ახლა 2018 წლის ზაფხულმადე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დანიური გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
ძველ ხელშეკრულებას ყავლი 2016 წლის ივნისში გასდიოდა.
47 წლის სპეციალისტი “კოპენჰაგენს” 2006-2011 წლებში წვრთნიდა, შემდეგ ცოტა ხნით “კიოლნსა” და “ვულვერჰემპტონში” იმუშავა და 2013 წელს მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა.