ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მექსიკური “კერეტაროს” მოთამაშე რონალდიონიო კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს და გეგმავს ფეხბურთში დიდი ხნით დარჩეს.
“მინდა სანამ მოედანზე ღირსეულად ბრძოლა შემეძლება, ფეხბურთში მანამდე დავრჩე. ამ ეტაპზე კარიერის დასრულებას არ ვაპირებ და ვიმედოვნებ კიდევ რამდენიმე წელიწადი ვითამაშებ.” – განაცხადა 35 წლის ფეხბურთელმა.
რონიმ მიმდინარე სეზონში მექსიკური გუნდის მაისურით 19 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.