ფეხბურთი

14:53 | 18.04.2015 | ნანახია NaN - ჯერ

ლოპეტეგის “რეალი” არ აინტერესებს

“პორტუს” მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ განაცხადა, რომ მადრიდის “რეალის” ინტერესის შესახებ გავრცელებული ცნობა არ აინტერესებს და პორტუგალიაში თავს კარგად გრძნობს.

ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სამეფო გუნდი” ესპანელი სპეციალისტით დაინტერესდა და კლუბის ხელმძღვანელობა ლოპეტეგის კარლო ანჩელოტის შემცვლელად ამზადებს.

“აღნიშნული ინფორმაცია არ მაინტერესებს. “პორტუში” თავს კარგად ვგრძნობ და კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს.” – განაცხადა ესპანელმა.

ხულენ ლოპეტეგიმ “პორტუ” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ჩაიბარა და კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ესპანელის გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის “ბაიერნი” “დრაგაუზე” 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალისთვის სერიოზული განაცხადი გააკეთა. პორტუგალიის ჩემპიონატში ლოპეტეგის “პორტუ” 68 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ “ბენფიკას” 3 ქულით ჩამორჩება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:16 | 05.04.2015
laciosErtguli (3640)

ინტერს რო უნდოდა ერნანესში გაგიცვლითო?! დააბრუნე ლოტიტო ერნანესი ჩვენთან!

10:15 | 05.04.2015
laciosErtguli (3640)

გაყიდე ლოტიტო, ჯერ ერთი ეს ბიჭი მოედანზე "ცალკე გუნდია", მერე მეორე საკმარისზე მეტი დრო ეთმობა და გოლს ვერ აგდებს. და ბოლო-ბოლო დამიცალეთ გუნდი შავკანიანებისაგან! ონაზი გააჩუქეთ ვაფშე!

01:45 | 05.04.2015
ioska123 (1425)

Andersoni qvia memgoni im bichs amat ro yavt..dzaan magari izrdeba is

10:12 | 05.04.2015
laciosErtguli (3640)

ფელიპე ანდერსონი ჩვენი შვიდიანი. ტექნიკა უმაღლეს დონეზე აქ, მოედნის ხედვა შესანიშნავი, სისწრაფე და ძლიერი დარტყმა. რაც მინუსად რჩება ამ ბიჭის არის საგოლე მომენტების რეალიზაცია, უახლოეს მომავალში ბრაზილიის ნაკრების შეტევის ლიდერი გახდება.

0.064185