ფეხბურთი

11:59 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტულალანი კვლავ ვერ ითამაშებს

“მონაკოს” ლიდერმა ჟერემი ტულალანმა ტრავმის შემდეგ აღდგენა ვერ მოასწრო და საფრანგეთის ჩემპიონატში “რენის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ვარაუდობდნენ, რომ 31 წლის ნახევარმცველი დაზიანებას ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩამდე მოიშუშებდა, მაგრამ “იუვენტუსთან” ტურინში გამართულ შეხვედრაში განაცხადშიც არ იყო.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდუ ჟარდიმმა გუნდის კაპიტანი დღეს საღამოს გასამართი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა და Lექუიპე-ს ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ის “იუვენტუსთან” განმეორებით თამაშსაც გამოტოვებს (22 აპრილი).

0.115417