სხვა

22:35 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნანაძე მე-12 ადგილს დასჯერდა, ჩემპიონი ლიტველი გახდა

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა შორის 94 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. სპორტის სასახლის ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა ნანაძეც გავიდა, მაგრამ ათეულს მიღმა დარჩა.

ქართველმა ძალოსანმა B ჯგუფში 151-კილოგრამიანი შტანგა აიტაცა. მეორე მოძრაობაში – აკვრაში კი 184 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში 335 კილოგრამით ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა. არადა ატაცის შემდეგ მეორეზე იყო.

A ჯგუფში ევროკონკურენციაში 9 ძალოსანი ჩაერთო. მათგან ერთმა – მოლდოველმა მარიუს დანსიუმ აკვრაში სამივე ცდა ჩააგდო და ტურნირი უქულოდ დაასრულა. ნიკა ნანაძეს კი საბოლოო ცხრილში მე-12 პოზიცია ერგო.

ევროპის ჩემპიონი ლიტველი აურიმას დიზბალისი გახდა, ორჭიდის ჯამში დაგროვებული 403 კილოგრამით. მას ვერცხლის პრიზიორი - რუსეთის ნაკრების წევრი ხეთაგ ხუგაევი 4 კილოგრამით ჩამორჩა, ხოლო ბრინჯაოსანი ბელარუსი ალექსანდრ ვენსკელი – 17-ით.

ხვალ მედლების ბოლო სამი კომპლექტი გათამაშდება: მამაკაცებში 105 და +105 კილოგრამებში და ქალებში +75-ში. საქართველოს ნაკრების სახელით კი ევროკონკურენციაში დავით გოგია, გია მაჭავარიანი (ორივე 105 კგ), ირაკლი თურმანიძე და გიორგი ჩხეიძე (ორივე +105 კგ) ჩაებმებიან.

ძალოსნობა

ევროპის ჩემპიონატი

თბილისი

17 აპრილი

კაცები

94 კგ

1 აურიმას დიზბალისი (ლიტვა) 403 კგ (182+221)

2 ხეთაგ ხუგაევი (რუსეთი) 399 კგ (180+219)

3 ალექსანდრ ვენსკელი (ბელარუსი) 386 კგ (177+209)

12 ნიკა ნანაძე (საქართველო) 335 კგ (151+184)

0.121089