ტურინის “იუვენტუსის” ფრანგი ლიდერი პოლ პოგბა რომ ევროპული გრანდებისთვის სასურველი ფეხბურთელია, არახალი ამბავია. ინგლისური მედიის მიერ გავრცელებული ცნობით კი, ლონდონის “ჩელსი” მზადაა ტურინულ გუნდს 22 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ ბრაზილიელი გამთამაშებელი ოსკარი დაუთმოს და ზედ თანხაც დაუმატოს. თუმცა თანხის რაოდენობა არ ხმაურდება.
ისიც მოძველებული თემაა, რომ “არისტოკრატებს” ოსკართან გამომშვიდობება გადაწყვეტილი აქვთ და როგორც ჩანს პოგბას ტრანსფერში მის გამოყენებას ეცდებიან. რამდენად გამოუვათ რაიმე ამ საქმიდან ლონდონელებს, დრო გვანახებს.
მანამდე კი პოგბას სატრანსფერო ფასი 70-დან 80 მილიონ ევრომდე მერყეობს.