ფეხბურთი

15:49 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოროზია ერთი მატჩითაა დისკვალიფიცირებული

“სტაბეკის” ქართველი ნახევარმცველი გიორგი გოროზია ნორვეგიის ელიტსერიენის (უმაღლესი ლიგა) ერთ მატჩს გამოტოვებს.

ელიტსერიენის მეორე ტურში “სტაბეკი” სტუმრად “ოდდთან” 0:2 დამარცხდა. ხსენებული შეხვედრის 62-ე წუთზე, 20 წლის გოროზია უხეშობისთვის გააძევეს. ამის გამო, ის ნორვეგიის ჩემპიონატის მე-3 ტურში “ვიკინგთან” საშინაო მატჩს გამოტოვებს.

0.116314