ფეხბურთი

14:19 | 17.04.2015 | ნანახია 1548 - ჯერ

პედრო “ინტერს” შეუთანხმდა

corriere dello sport-ის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” შემტევმა პედრო როდრიგესმა მილანის “ინტერთან” შეთანხმებას მიაღწია და მომდევნო სეზონში იტალიური გუნდის ღირსებას დაიცავს.

თუმცა, ამავე გამოცემის ცნობით, კლუბები პედროს ტრანსფერზე ჯერ არ შეთანხმებულან. მოსალოდნელია, რომ 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “ნერაძური 16.5 მილიონ ევროს გადაიხდის. პედროს სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა საკლუბო ტურნირებზე 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 7 საგოლე გადაცემაც შეასრულა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:50 | 17.04.2015
stoikovich (5984)

იქით ტურე, აქეთ პედრო-აღარ ხუმრობს ინტერი.

18:14 | 17.04.2015
S.A.F. (2852)

იმედია გაისად ინტერი რამეს დაემსგავსება

17:05 | 17.04.2015
ioska123 (1425)

გალიან შენ ზდიე სერია ბ ს ან უფასო ფეხბურთელებს

15:50 | 17.04.2015
ARMANDO დღეს მეც MUU ვარ (2726)

ვიეტო ან დიბალა შემცვლელად

14:43 | 17.04.2015
Torres9 (12692)

ვაი ინტერიო,იქ რო ფეხბურთელი წავა ყველაფრის ღირსია,ჩაქირიმ და პოდოლსკიმ ხო აიღეს სერია A

14:27 | 17.04.2015
ბარსა La Albiceleste (5560)

დაგიგვიანდა წასვლა... აბა ჰეეე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.126576