კოტ დ’ივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე, როგორც ჩანს სეზონის ბოლოს თავის ამჟამინდელ გუნდ “მანჩესტერ სიტის” დატოვებს. “ქალაქელები” ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას მისი მაღალი ანაზღაურების გამო არ აპირებენ. ამის შესახებ ინგლისური გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება.
თავის მხრივ, ტურეს მსურველ კლუბთა შორის მთავარ ფავორიტად მილანის “ინტერი სახელდება, რომელსაც ფეხბურთელის ძველი ნაცნობი, რობერტო მანჩინი წვრთნის. იტალიელები ტურესთან 5 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავენ.
31 წლის ნახევარმცველი “ეტიჰად სთედიუმზე” 2010 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში კი ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 24 მატჩში 8 გოლი გაიტანა.