რაგბი

13:06 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სპარინგ-მატჩი: 20-წლამდე “ბორჯღალოსნები” – “კლერმონი” (ახალგაზრდული)

დღეს, 17 აპრილს, 17:00 საათზე, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე მყოფი 20-წლამდე “ბორჯღალოსნები” ფრანგული ტოპ 14-ის “კლერმონის” ესპუართა (დუბლ-შემადგენლობა) გუნდთან სპარინგ-მატჩს გამართავენ.

ახალგაზრდა “ბორჯღალოსნები” მსოფლიო ახალგაზრდული ალაფისთვის ემზადებიან და რიგით მე-4 შეკრებას 10 აპრილს შეუდგნენ. ფრანგული კლუბი კი ქართველებთან სათამაშოდ თბილისში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

0.114189