საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრების მორიგი წარმატება რუმინეთში. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე მასპინძელთა ნაკრები 58:50 დაამარცხა და ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა.
ქართველებმა ტუნირი თურქეთის მძლავრ ნაკრებთან 11-ქულიანი წაგებით დაიწყეს, თუმცა შემდეგ ბუგარეთი 64:41 გაანადგურეს და რუმინეთის ძლევით, ჯგუფში მე-2 ადგილზე გავიდნენ.
ჩერქეზიშვილის გუნდი ნახევარფინალში მესამეადგილოსან რუმინეთს შეხვდება, მეორე ნახევარფინალში კი ჯგუფის გამარჯვებული თურქეთი და ბოლოადგილოსანი ბულგარეთი ითამაშებენ.
რუმინეთთან მატჩი რთული გამოდგა. პირველი მეოთხედი ქართველებმა 9:13 წააგეს, თუმცა მეორეში თამაში გამოასწორეს და უკვე დიდი შესვენებისთვის 5 ქულით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში ქართველებმა მეტოქეს არაფერი დაუთმეს და მასპინძლებს მარცხი აგემეს.
საქართველოს ნაკრებში 13 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო გოგა ბითაძე გახლდათ. 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა აკაკი ფიფიამ, ხოლო ნიკა ყირიმელმა შეხვედრა 12 ქულითა და 4 ჩაჭრით დაასრულა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს (ნახევარფინალს) კვლავ მასპინელ რუმინეთთან გამართავს, რომელმაც ჯგუფური ეტაპი საქართველოს ნაკრების უკან, მე-3 ადგილზე დაასრულა.
16-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი. ბრასოვი. რუმინეთი
საქართველო – რუმინეთი 58:50 (9:13, 23:14, 17:8, 9:15)
www.gbf.ge