ფეხბურთი

12:34 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძე დანიის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირია

დანიის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 21-ე ტურში “ორჰუსმა” სტუმრად “ჰერფიოლგე” 2:1 დაამარცხა და გამარჯვებულებში ერთი ბურთი თავის ანგარიშზე მათე ვაწაძემ ჩაიწერა. მიმდინარე სეზონში მან 22 მატჩში თავი 14 გოლს მოუყარა. ამ მაჩვენებლით 26 წლის ფორვარდი პირველ დივიზიონში საუკეთესოა. მითუმეტეს, ქართველი პენალტებს არ ურტყამს.

სტუმრებმა ანგარიში მატჩის 23-ე წუთზე სტეფან პეტერსენის დარტყმის შემდეგ გახსნეს, ხოლო ვაწაძემ 45-ე წუთზე თანაგუნდელები კიდევ უფრო დააწინაურა. მასპინძლებიდან თავი ბრანდაომ გამოიჩინა, რომელმაც მეტოქის კარი 86-ე წუთზე აიღო. ვაწაძემ სრულად ითამაშა, ხოლო “ორჰუსის” კიდევ ერთი ქართველი ფორვარდი დავით სხირტლაძე თამაშში 87-ე წუთიდან ჩაერთო. დავით დევდარიანი დიდი ხანია თანაგუნდელებს წელის ტრავმის გამო ვერ ეხმარება. “ორჰუსი” 45 ქულით პირველი დივიზიონის 12 გუნდში მეორეა და სუპერლიგაში დაბრუნების კარგი შანსი აქვს.

ტაშკენტის “ფახთაქორის” კაპიტან კახა მახარაძეს უზბეკეთის უმაღლეს ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი გაუცდა. ამის მიზეზი ტრავმაა. ტაშკენტელებმა მე-5 ტურში სახლში “შურტანი” 2:1 დაამარცხეს და ქართველი საყრდენი ნახევარმცველი 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა.

სტუმრებმა ანგარიში მე-4 წუთზე ტარანის დარტყმის შემდეგ გახსენს, ხოლო მასპინძლებიდან ანგარიში 25-ე წუთზე პენალტიდან ანდრეევმა გაათანაბრა. 47-ე წუთზე სოხიბოვმა “შურტანის” კარი მეორედ აიღო და საბოლოოდ ტაშკენტელებმა 3 ქულა ჩაიწერეს. “ფახთაქორი” 16 გუნდში 10 ქულით მესამეა.

“ქიზილქუმმა” გასვლაზე “ნასაფთან” 1:3 წააგო. ქართველმა მარცხენა მცველმა გიორგი კვესიეშვილმა სტუმრებში 90 წუთი ითამაშა. “ქიზილქუმი” 4 ქულით მეთორმეტეა.

0.116986