ფეხბურთი

12:20 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” ობამეიანგში 41 მილიონს იხდის

“დორტმუნდის” 25 წლის გაბონელმა შემტევმა პიერ ემერიკ ობამეიანგმა კარიერა შეიძლება “არსენალში” განაგრძოს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, ლონდონური კლუბი მზადაა ობამეიანგის ტრანსფერში 41 მილიონი ევრო გადაიხადოს. წყაროს ცნობით, ოფიციალური მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყება.

გაბონელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 27 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

ობამეიანგი 2009-წლიდან გაბონის ეროვნული ნაკრების წევრიცაა, სადაც შემტევმა 39 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა

0.120147