ფეხბურთი

8:13 | 17.04.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“ნაპოლი” ნახევარფინალშია

იტალიურმა “ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგაზე დაწყებული გერმანული კლუბების შავი დღე ევროპის ლიგაზე გააგრძელა და ტურნირს შემორჩენილი ამ ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი სტუმრად მართლაც შავ დღეში ჩააგდო.

“ვოლფსბურგ არენაზე” 4:1 მოგების შემდეგ, ნეაპოლელებს ცალი ფეხი ნახევარფინალში აქვთ. 16 აპრილს გუნდის მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესს 55 წელი შეუსრულდა და შეგირდებმა მას იუბილე ღირსეულად მიულოცეს. არადა, საკუთარ მოედანზე “ვოლფსბურგი” ფავორიტი იყო და პირველ წუთზე გერმანელებმა სტუმრები საკუთარ ნახევარზე გამოკეტეს, მაგრამ მე-15 წუთზე გოლი თავად გაუშვეს. შეტევა მარეკ ჰამშიკმა წამოიწყო, ის დრის მარტინსმა გააგრძელა და მცველებს ზურგს უკან გონსალო იგუაინს მოძრაობაში უპასა. არგენტინელმა ბურთი მკერდზე ტექნიკურად მიიღო და მეორე შეხებით კარში გადაგზავნა, რითაც თავის შვიდმატჩიან მშრალ სერიას წერტილი დაუსვა.

სულ რაღაც 8 წუთში იგუაინმა ასისტენტის როლი მოირგო, საჯარიმოში უმეთვალყურეოდ მიტოვებული ჰამშიკი მოძებნა და მანაც ანგარიში უპრობლემოდ გააორა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც იგუაინი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვა. დუბლი ჰამშიკმა შეასრულა, როდესაც გერმანელი მცველები შეცდნენ - 0:3. 77-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა გაბიადინიმ ანგარიში კატასტროფული გახადა და მართალია მასპინძლებმა ერთი ბურთი მალევე გაქვითეს, მაგრამ ეს ამ წყვილს შორის გამარჯვებულზე ალბათ ვეღარანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

მეორე გუნდი, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა, თასის მოქმედი მფლობელი ესპანური “სევილიაა”, მაგრამ მან დისკვალიფიკაციებით დამძიმებულ “ზენიტს” დიდი გაჭირვებით აჯობა და განმეორებით მატჩში დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს. ანდალუზიელებს გამარჯვება შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მოუტანეს. სანქტ პეტერბურგელები დაცვიდან თამაშობდნენ და ბედს კონტრშეტევებზე ეძებდნენ. ესპანელები ჯგუფურად შეცდნენ, სერხიო რიკომ რიაზანცევის დარტყმული ცუდად მოიგერია და მანაც განმეორებითი დარტყმით ანგარიში გახსნა.

“სევილიამ” ცვლილებებს მიმართა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ამან შედეგი ვერ გამოიღო. 64-ე წუთზე თამაშში ბაკა ჩაერთო და მას ანგარიშის გასათანაბრებლად 10 წუთზე ნაკლები დაჭირდა - ვიდალის მიერ ჩაწოდებულ ბურთს მან თავი შეაგება. 88-ე წუთზე “სევილიამ” სტუმრებს გამარჯვება გამოგლიჯა: სუარესმა ეფექტური დარტყმით მასპინძლებს 2:1 მოაგებინა.

უკრაინულმა კლუბებმა ფრედ ითამაშეს და ეს “დნეპრისთვის” წარმატებად უნდა ჩაითვალოს. “ბრიუგე” ევროპის ლიგაზე ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება, მაგრამ საკუთარ მოედანზე მატჩის 0:0 დასრულება მათ ნახევარფინალში გასვლას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. წვიმიან ამინდში გუნდები შორეული დარტყმების იმედად იყვნენ, მომენტებიც იყო, მაგრამ მათი რეალიზება ვერავინ მოახერხა და ჯაბა კანკავას გუნდს, რომელმაც მთელი 90 წუთი ითამაშა, ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს. განმეორებითი შეხვედრა 23 აპრილს კიევის “ოლიმპიურზე” გაიმართება.

კიევის “დინამო” გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეცვლაზე შესული ბაბაკარისგან გოლი გაუშვა. თავიდან ორივე გუნდი ფრთხილობდა და მეტოქის შეცდომას ელოდა. 36-ე წუთზე მოულოდნელი გოლი გავიდა და მასპინძლები დაწინაურდნენ – ლენსმა საჯარიმოს გარედან გაისროლა, ნენად ტომოვიჩს დაფარება სურდა, მაგრამ ბურთი უცნაური ტრაექტორიით ნეტოს კარის ბადეში ჩაეშვა. მეორე ტაიმში “ფიორენტინამ” სისწრაფეს უმატა და მომენტებიც შექმნა. 77-ე წუთზე ბორხა ვალეროს დარტყმული ძელმა აისხლიტა და თითქოს “დინამოს” მნიმალური უპირატესობა შერჩა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ბაბაკარის ეფექტური დარტყმა გოლით დასრულდა - 1:1.

ევროპის ლიგის 1/4-ფინალი. პირველი მატჩები

16 აპრილი.

სევილია (ესპანეთი) - ზენიტი (რუსეთი) 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 რიაზანცევი (29), 1:1 ბაკა (73), 2:1 სუარესი (88)

გაფრთხილება: სუარესი (76) - ხავი გარსია (68), გარაი (81), რიაზანცევი (82)

ბრიუგე (ბელგია) - დნეპრი (უკრაინა) 0:0

გაფრთხილება: ვორმერი (60), დე ბოკი (61) - ფედორჩუკი (35), ლეო მატოსი (56), ჩებერიაჩკო (57)

დინამო (კიევი, უკრაინა) - ფიორენტინა (იტალია) 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ლენსი (36), 1:1 ბაბაკარი (90+2)

გაფრთხილება: დრაგოვიჩი (44), სიდორჩუკი (65), ხაჩერიდი (69), ლენსი (72) - გომესი (45+2), ალონსო (66), ხოაკინი (67), ტომოვიჩი 90+4)

ვოლფსბურგი (გერმანია) - ნაპოლი (იტალია) 1:4 (0:2)

გოლები: 0:1 იგუაინი (15), 0:2 ჰამშიკი (23), 0:3 ჰამშიკი (64), 0:4 გაბიადინი (77), 1:4 ბენტნერი (80)

გაფრთხილება: ბენტნერი (80)


კომენტარები (24)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:12 | 15.02.2013
barca_gio (5)

daabrunet dzveli dizaini ra!!! ras gavs es ra ubedurebaa...

20:48 | 15.02.2013
Spaghetti (1521)

vax shen genacvale kicha:* ise ro dabrumndes ra uchirs? 37 wlis iqneba msoflioze neta eg moxdes da meti ar minda araferi fexburtisgan raa am kacma shemayvara fexburti braziliis nakrebtan ertad:* saitis dizains kide rac sheexeba simaxinjea!

18:44 | 15.02.2013
misha1x2 (4)

ra uqenit am saits, gajimet?

18:27 | 15.02.2013
morieli_morieli (112)

ერთადერთი და განუმეორებელი

17:23 | 15.02.2013
emigranti77 (33455)

admin martla daabrunet zveli dizaini tore am saitze agaravin shemova, uvke sagrznoblad iklo xalmac , datove es komentarebi danarcheni dizaini rogorc iyo ise daabrune, xalxi agar shemodis uvke yvelgan 15 20 komentars ar shordeba, jer teqstebis zebna gicevs erti saati sad ra devs vegar gavige,

17:21 | 15.02.2013
fenomeno9 (3203)

naxet ra fromashia to. praktikulad daubrunebia zveli kondiciebi. :* naxevari weli ivarjishos da mere bareorma ajobos movides da iqneb febxurtis tamashis survilic gagichndes shechema. braziliashi gaichite mundialze da tundac erti golit gazarde sheni golebis aktivi da chemze bendieri adamiani ar iqneba aravin!

15:45 | 15.02.2013
fergie (1204)

kicha sagol, mara dagvibruneT chveni Zveli saiti raaa!!!!!!!!!!!!!!!!!

15:45 | 15.02.2013
fergie (1204)

kicha sagol, mara dagvibruneT chveni Zveli saiti raaa!!!!!!!!!!!!!!!!!

15:38 | 15.02.2013
@beka@ (910)

ნუგზარ წიკლაურს მიბაძა ფოტოს გადაღებაში

15:37 | 15.02.2013
nati-football (416)

dzveli dizaini jobda, es ra bandzoba moifiqreT

15:33 | 15.02.2013
aragveli (2)

va kicha ra formashia naxet)

15:29 | 15.02.2013
s.gerrard8 (270)

chemtvis mtavria am saitze informacia wavikitxo da me piradad sul maxatia komentarebis wera da kitxva!

15:23 | 15.02.2013
M.U 2013 are awesome!!! (2951)

au es saiti bevr mkitxvels dakargavs ase. ragac ushvelet, an qartuli shrifti gachitet yovel wuts vcvalo?

14:59 | 15.02.2013
FC Barcelona (6)

batono saitis administratoro!!!
sanam am simaxinjes gaaketebdit, saitis "ganaxlebas" rom edzxit, iqneb momxmareblebistvisac gekitxat azri, me rogorc vici momxmarebelta 100 % ar moswons saitis axali dizaini, saitis vizitorta raodenobac yovel dge geometriuli progresiit iklebs, rasac tqvenc sheamchnevdit. dzalian momwonda es saiti da axla mec miqreba aq shemosvlis survili. iqneb dagematebinat detali, sadac saitis dzveli variantit sargeblobis sashualeba mogvecemoda, rogorc nebismier civilur web-gverdzea. nebismieri saitis xelmdzgvaneloba momxmrebelta ketilganwyobis da loialobis mopovebas unda cdilobdes, tqven ki rac gaaketet es aris momxmarebelta arafrad chagdeba!!!

15:17 | 15.02.2013
gio2000 (785)

ra oficialurad elaparakebi dzmao.me dzalian gavbrazdi aq ro shemovedi.ra yleob...aa???v..isi yl...e vis t.....rakshia ver gaigebs kaci

14:07 | 15.02.2013
chidila (143)

.

14:04 | 15.02.2013
lukabarca (16)

ukanasknelad rom vnaxe televiziashi shrdis bushtivit iyo gaberili da axla magrad dauklia.sagol kichas

14:02 | 15.02.2013
baqo22 (2624)

udzlieresi roni. mec maswavle 15-20 kilo rogor gaviklo

14:02 | 15.02.2013
bayerngigi11 (1404)

es ra mouvida am saits davirusda tu es ra simaxinjea, kichas kide sagol imena vapaseb am saqcielistvis ))

13:55 | 15.02.2013
interista (308)

dabrundes da bevr tavdamsxmels ajobebs exlac .

13:53 | 15.02.2013
chel0 (1223)

yvelaze magrad miyvars Fenomenooo!

13:23 | 15.02.2013
metro-metro! (1871)

ise kicha ro dabrundes ra magari iqneba

13:22 | 15.02.2013
Dinamo - Bayern (1568)

stripslashes((strlen('https://www.facebook.com/pages/FC-Sioni-Bolnisi/492525017461171')>0?'https://www.facebook.com/pages/FC-Sioni-Bolnisi/492525017461171':'https://www.facebook.com/pages/FC-Sioni-Bolnisi/492525017461171'))

13:14 | 15.02.2013
metro-metro! (1871)

dabrunebas xom ar apirebs kicha da 2014 nakrebis liderobas? aba neimars sad aqvs magis Tavi eg qachala

13:06 | 15.02.2013
rossonero1 (13120)

au kichaa ra magrad mevaseba raa kaci legenda

0.124801