ფეხბურთი

21:09 | 16.04.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“პარმას” 4 ქულა დააკლეს

იტალიის სერია A-ს ღრმა აუტსაიდერ და გაკოტრებულ “პარმას” მორიგი სანქცია დაეკისრა. ამჯერად ემილიურ კლუბს სატურნირო ცხრილში კიდევ 4 ქულა ჩამოეჭრა და ბოლო, მე-20 საფეხურს ახლა უკვე 12 ქულით იკავებს. ქულების დაკლების მიზეზი გუნდის არაჯანსაღი ფინანსური მდგომარეობაა.

მიმდინარე სეზონში ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა “ჯალობლუს”ქულები დააკლეს. გუნდს ჯამში 19 ქულა უნდა ჰქონდეს აქტივში, მაგრამ ჯარიმების გამო 7 ქულით ნაკლები აქვს და სერია B-ში გასავარდნად განწირულია.

თეგები“პარმა”

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:09 | 23.10.2014
ALBIONELI (747)

რა ფეხბურთელები გაყიდა შარშან საუთემპტონმა და კიდე უფრო მაგრად ათამაშდა. ეგეთი ძლიერია ვითომ კუმანი?

0.06232