ლონდონური “ქუიზ პარკ რეინჯერსის” თავდამსხმელი ჩარლი ოსტინი ინგლისის ნაკრების მაისურს დიდი ალბათობით უახლოეს სანაკრებო შეკრებაზე მოირგებს – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი.
25 წლის ფორვარდი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება და 17 გატანილი გოლით პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. მიუხავადად ამისა, როი ჰოჯსონს აქამდე ჩარლი არ გამოუძახია. ახლა კი, ოსტინს თავის გამოჩენის მშვენიერი შანსი აქვს, რადგან ჰარი კეინი ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე ითაშებს და უდიდესი ალბათობით, ჰოჯსონი უახლოს მატჩებში სწორედ ოსტინს უხმობს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისი 7 ივნისს დუბლინში ამხანაგურად გაეჯიბრება ირლანდიას, ხოლო 14-ში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში სლოვენიას დაუპირისპირდება გასვლაზე.