ფეხბურთი

20:00 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სევილია” კონოპლიანკათი დაინტერესდა

უკრაინული “დნიპროს” ნახევარმცველით ევგენი კონოპლიანკათი ესპანური “სევილია” დაინტერესდა – იუწყება ცნობილი პორტალი Football Espana.

25 წლის ფეხბურთელს სეზონის ბოლოს “დნიპროსთან” მოქმედი კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. შესაბამისად, მისი მომავალი კლუბი ევგენის უფასოდ ჩაიგდებს ხელში. ანდალუსიური კლუბის გარდა, უკრაინელის დამატება “ტოტენჰემსა” და “ლივერპულს” სურთ.

მიმდინარე სეზონში კონოპლიანკამ 30 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 6-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

0.115506