კიშინიოვის “დაჩიას” ფორვარდმა დავით სირაძემ, მოლდოვის ნაციონალურ დივიზიაში 17 აპრილს ტირასპოლის “შერიფთან” გასამართ ტურის ცენტრალურ მატჩამდე, კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თავისი ამჟამინდელი საფეხბურთო ყოფით კმაყოფილია.
- აქამდე, “შერიფთან” არ გითამაშია? ამ გუნდის შესახებ რა იცი?
- ჯერ არ მითამაშია, მაგრამ ყველა მომავალ მატჩს ელის. ჩვენ ვემზადებით. ვნახოთ რა იქნება. “შერიფი” კარგი გუნდია. ვფიქრობ, კარგი თამაში გველის. იმედია, გავიმარჯვებთ.
- მატჩამდე როგორი განწყობა გაქვთ?
- რა თქმა უნდა, განწყობა კარგი. ყველა ამ თამაშისთვის ვემზადებით.
- მოლდოვის ჩემპიონატში ერთი გოლი გაიტანე. იმედი გაქვს, რომ თავს “შერიფთან” გამოიჩენ?
- გოლის გატანა ყველას სურს, განსაკუთრებით “შერიფთან”. ღმერთმა ქნას, რომ გამომივიდეს.
- მოლდოვაში რამდენიმე თვეა ხარ. თავს როგორ გრძნობ?
- ნორმალურად. “დაჩია” ჩემთვის მისაღები კლუბია. ბიჭები, მწვრთნელი, პრეზიდენტი – ამ მხრივ ყველაფერი მისაღებია. იმედია, რომ ჩემპიონატის ბოლოს ჩვენს მიერ ნაჩვენები შედეგით ყველა კმაყოფილი დარჩება.
- კიშინიოვში როგორ მოეწყვე?
- ბინას ჯაბა დვალთან ერთად ვქირაობ. კიშინიოვი ლამაზი ქალაქია.
- ქალაქში რით გადაადგილდები?
- უფრო მეტად სახლში ვართ. ვარჯიშის მერე ვისვენებთ. ზოგჯერ ქალაქის ცენტრში ფეხით ვსეირნობთ.