ფეხბურთი

16:27 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გლენ ჰოდლი: “ლუიზი 8 წლის ბავშვია”

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში კატალონიის “ბარსელონამ” ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” მისსავე მოედანზე 3:1 დაამარცხა. აღნიშნული მატჩის გმირი ესპანელთა ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი გახდა, რომელიც დუბლი შეასრულა. ორივე გატანილი გოლის დროს სუარესმა მასპინძელთა ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუიზი ადვილად მოატყუა.

სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით ცნობილმა ინგლისელმა სპეციალისტამა გლენ ჰოდლმა, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ ბრიტანულ ტელეარხზე მიმომხილველად მუშაობს, კომენტარი გააკეთა და ლუიზი 8 წლის მოზარდს შეადარა.

“დავიდ ლუიზი? – სუარესის წინააღმდეგ ის იყო, როგორც 8 წლის ბავშვი, რომელსაც მანამდე არასდროს ევარჯიშა. თუნდაც ის არ ყოფილიყო 100%-ით მზად, ეს მას არ ამართლებს. როცა სუარესი ბურთს იღებს და შენს წინაა, შენ კი ბოლო კაცის პოზიციაზე ხარ, არ გაქვს უფლება ასე ითამაშო”, - განმარტა ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა.

დავიდ ლუიზი, რომელიც ტრავმირებული იყო, თამაშში თანამემამულე, ასევე დაშავებული ტიაგო სილვას ნაცვლად 21-ე წუთზე ჩაერთო.

0.111373