საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალურ მცველი გურამ კაშია ჰოლანდიის ერედივიზიონის 10 საუკეთესო უკანახაზელს შორის მოხვდა.
ინტერნეტპორტალ voetbalprimeur.nl-ის ვერსიით არნემის “ვიტესის” კაპიტანი ჩამონათვალში მე-10 ადგილზეა.
“გურამ კაშიას მიმდინარე სეზონში დროებით სათადარიგოთა სკამზე ყოფნა მოუწია, მაგრამ ადრინდელი სათამაშო ფორმა აღიდგინა. კაშია ზამთრიდან მოყოლებული პეტერ ბოშის გუნდში შეუცვლელია”, - იუწყება voetbalprimeur.nl ქართველი ფეხბურთელის შესახებ.
მიმდინარე სეზონში 27 წლის კაშიამ 22 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.