როგორც mirror იუწყება, “საუთჰემპტონის” ფეხბურთელ ნათან კლაინის “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა გადაწყვეტილია. კლუბებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ ფორმალური მხარეა მოსაგვარებელი. ფეხბურთელის სატრანსფერო თანხად მინიმუმ 17 მილიონი გირვანქა სახელდება.
აღნიშნული წყარო ასევე ავრცელებს ინფორმაციას მექსიკელი ხავიერ ერნანდესის (ჩიჩარიტოს) შესახებ, რომელიც სავარაუდოდ “მანჩესტერში” არ გააგრძელებს კარიერას.
24 წლის ნათან კლაინი “კრისტალ პალასის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. 2008-2012 წლებში “კრისტალ პალასის” ძირითად გუნდში თამაშობდა, 2012 წლიდან კი “საუთჰემპტონის” ფეხბურთელია. უთამაშია ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებში, ამჟამად კი ეროვნული გუნდის წევრია.