ფეხბურთი

18:04 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დეშამმა ნაკრებში კურტ ზუმა მიიწვია

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ლონდონის “ჩელსის” 20 წლის მცველი კურტ ზუმა ეროვნულ გუნდში მიიწვია.

ზუმა “სამფეროვნების” თავდაპირველ განაცხადში ვერ მოხვდა, მაგრამ ფრანგებს ელიაკიმ მანგალა და ლოიკ პერინი გამოაკლდნენ, რის გამოც დეშამს ახალი მცველის გამოძახება მოუხდა. ფრანგმა სპეციალისტმა არჩევანი “ჩელსის” ახალგაზრდა უკანახაზელზე შეაჩერა.

კურტ ზუმამ ეროვნული გუნდიდან მიწვევა უკვე მესამედ მიიღო, მაგრამ მას ქვეყნის პირველი ნაკრების მაისურით ჯერ არ უთამაშია.

თეგებიკურტ ზუმა
0.116189