გენუის “სამპდორიას” ნახევარმცველს რობერტო სორიანოს გელზენკიხენის “შალკე” აკვირდება – იუწყება ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild–ი.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ხუმარებს” მაღალი დონის ცენტრალური ნახევარმცველის შეძენა სურთ. მათი პირველი სამიზნე სამი ხედირაა, ხოლო თუ “რეალის” ფეხბურთელის გაფორმება ვერ მოხერხდა, ისინი სორიანოს დამატებას ეცდებიან.
აღსანიშნავია, რომ სორიანო გერმანიაშია დამატებული და “ბაიერნის” ახალგაზრდულ გუნდშიც ირიცხებოდა, საიდანაც 2009 წელს “სამპდორიას” მიაშურა. 2014 წელს კი იტალიის ნაკრებში ჰქონდა დებიუტი.
24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სერია ა-ში 25 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
მას გენუურ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2017 წლამდე აკავშირებს და 6.16 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.