ესპანურ “ვალენსიას” ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის დავიდ სილვას დაბრუნება სურს – იუწყება რამდენიმე ცნობილი ბრიტანული გამოცემა.
მიმდინარე სეზონს “მანჩესტერ სიტი” ძალიან არადამაჯერებლად ატარებს და გამორიცხული არაა, რომ სულაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩეს (“ლივერპულს” 4 ქულით უსწრებს). “ქალაქელთა” ხელმძღვანელობა კი სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს და მომდევნო სეზონში მანჩესტერული კლუბი რადიკალურად განსხვავებული შემადგენობით იასპარეზებს. დავიდ სილვა კლუბის ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა მშობლიურ კლუბში დაბრუნება მოისურვოს, რომელიც დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.
შეგახსენებთ, რომ სილვა “ვალენსიას” აღზრდილია და ძირითად გუნდში 2006-2010 წლებში ირიცხებოდა. დავიდმა ამ დროის განმალობაში 161 შეხვედრა ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.
29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 36 შეხვედრა ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მას “სიტისთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და 12 თებერვლის მონაცემებით 33.44 მილიონი ფუნტი ღირს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაფა მილანში წაიყვანეთ პირველივე წელს გაიყვანს გუბდს ლიგაზე.ვესთ ჰემში არ წახვიდე რაფა რამე სერიოზული გუნდი მონახე
ძაან დაჩაგრავენ იტალიელი მწვრთნელები ბენიტესს ტაქტიკურად