მსოფლიოს ყოფილი ნომერი პირველი ჩოგბურთელი, 35 წლის ფრანგი ამელი მორესმო ორსულადაა. ამის შესახებ ამელიმ თავის ოფიციალურ “ტვიტერის” გვერდზე განაცხადა.
“აგვისტოში ბავშვი მეყოლება” - განაცხადა მორესმომ.
როგორც იცით, დევისის თასზე ამელი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია, 35 წლის ქალბატონი ასევე ბრიტანელი ენდი მარეისაც წვრთნის. 2013 წელს მისმა გაწვრთნილმა მარიონ ბარტოლიმ “უიმბლდონის ტურნირი მოიგო.
ამელის დიდი სლემის ტურნირი ორჯერ აქვს მოგებული, “უიმბლდონი” და ავსტრალიის ღია პირველობა. ასევე ფრანგის აქტივშია 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე მოპოვებული ვერცხლის მედალი.