ფეხბურთი

20:36 | 15.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სტოკ სიტი” “ბარსელონას” ფეხბურთელით დაინტერესდა

“ბარსელონას” 19 წლის ფეხბურთელ მოჰა ელ ორიაჩიას თამაშით “სტოკ სიტი” დაინტერესდა. ახალგაზრდა მოთამაშეს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის ივნისის თვეში ეწურება. ამ თემაზე ესპანურ გაზეთ Sport-ს ფეხბურთელის აგენტი რაულ ვერდუ ესაუბრა.

“ბარსელონას” მიმართ მხოლოდ მადლობა გვეთქმის. მათ კარგად მიგვიღეს, ფეხბურთელს გაუფორმეს კონტრაქტი და ასევე გამოხატეს სურვილი ხელშეკრულების გახანგრძლივებისა, თუმცა ჩვენ უფრო საინტერესო წინადადება მივიღეთ, როგორც ფინანსური ასევე პროფესიული კუთხით. მოჰას აქვს შანსი “სტოკ სიტის” პირველ გუნდში ითამაშოს, რაც უპირატესობას ინგლისურ კლუბს ანიჭებს” – განაცხადა რაულ ვერდუმ.

მოჰამ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის 19-წლამდე ტურნირში 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, თუმცა “ბარსელონას” სარეზერვო გუნდში, რომელიც სეგუნდა დივიზიონში მონაწილეობს, თამაშის საშუალება არ ეძლევა.

https://www.youtube.com/watch?v=WUyh6kFGhik

0.117392