პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის ლორან ბლანის განცხადებით, პარიზულ კლუბს დანი ალვეშის ტრანსფერთან დაკავშირებით კატალონიური კლუბისთვის არ მიუმართავს.
“დანი ალვეშისადმი კონკრეტული შეთავაზება არ გაგვიკეთებია. ვინაიდან ის ამჟამად “ბარსელონას” ფეხბურთელია, საუკეთესო დრო არ მგონია მასთან კონტრაქტის დეტალებზე სასაუბროდ.
“ალვეშსა და “ბარსელონას” შორის დადებულ ხელშეკრულებას ვადა სეზონის მიწურულს გასდის, თუმცა ესპანურ კლუბს ჯერ კიდევ აქვს შანსი მოთამაშესთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.
“ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრამდე შორია, თუმცა ვფიქრობ დანი ალვეში მარჯვენა მცველის პოზიციაზეა მსოფლიოში საუკეთესოა” – დაასრულა ბლანმა.
2008 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დანი ალვეში “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდა. კლუბთან ერთად 2009, 2010, 2011 და 2013 წლებში ლა ლიგის ჩემპიონი გახდა, 2009 და 2011 წლებში კი -ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის 24 მატჩი ჩაატარა, ასევე ითამაშა ჩემპიონთა ლიგის 7 შეხვედრაში.