კალათბურთი

19:25 | 15.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტუ ოთხთა ფინალზე 21 აპრილს მიემგზავრება

კალათბურთში საერთაშორისო სტუდენტური ლიგის ოთხთა ფინალის მონაწილე სტუ აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად 21 აპრილს მიემგზავრება. შეჯიბრს 23-24 აპრილს მოსკოვი (რუსეთი) უმასპინძლებს.

“22-ში ვივარჯიშებთ. 23-ში კი ოთხთა ტურნირის ერთ-ერთ მონაწილე ესტონურ გუნდს შევხვდებით”- უთხრა “მსოფლიო სპორტს” სტუ-ს მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ გულივერ ახალკაცმა.

მეორე ნახევარფინალში ტურნირის მასპინძელი გუნდი, ქალაქ დებრეცენის (უნგრეთი) გუნდს დაუპირისპირდება. გამარჯვებულები ტურნირის მეორე დღეს ფინალში, ხოლო ხელმოცარული გუნდები მესამე ადგილისათვის მატჩში იასპარეზებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089035