კალათბურთი

18:20 | 15.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნოდარ გოგოძის მოსკოვში თამაში სათუოა

კალათბურთში საერთაშორისო სტუდენტური ლიგის ოთხთა ფინალში სტუ-ს უკანახაზელ ნოდარ გოგოძის თამაში სათუოა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” აღნიშნული ოთხთა ფინალის მონაწილე სტუ-ს მთავარი მწვრთნელის ლევან ტყეშელაშვილის თანაშემწემ გულივერ ახალკაცმა განუცხადა.

სუპერლიგის მონაწილე “ოლიმპის” წევრი ნოდარ გოგოძე ზემოთ ნახსენები ოთხთა ტურნირის ერთ-ერთ წევრ საქართველოს წარმომადგენელ სტუ-ს ეხმარება. სტუდენტური ლიგის ოთხთა ტურნირი, რომელსაც მოსკოვი (რუსეთი) მასპინძლობს, მიმდინარე წლის 23-24 აპრილსაა დაგეგმილი. ოთხთა ტურნირამდე გოგოძე “ოლიმპთან” ერთად 18-22 აპრილს ესტონეთში გეგმავს შეკრების გავლას, ამიტომ სათუოა მისი ოთხთა ტურნირში მონაწილეობა. თუმცა გამორიცხული არაა, რომ გოგოძემ მოსკოვში თამაშიც მოახერხოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091839