მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ფორვარდი კლაუდიო პიზარო მიუნხენის “ბაიერნიდან” წავა.
გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი და კლუბი შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებას, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში იწურება, აღარ გაახანგრძლივებენ.
პიზარო “ბაიერნში” 2001-2007 წლებში გამოდიოდა. ამის შემდეგ ლონდონის “ჩელსის” მიაშურა. 2008-2012 წლებში ბრემენის “ვერდერის” ღირსებას იცავდა. 2012 წლიდან ისევ “ბაიერნში” დაბრუნდა. ბუნდესლიგის არსებობის ისტორიაში პერუელს ლეგიონერებს შორის ყველაზე მეტი მატჩი ჩაუტარებია.
ამ სეზონში 36 წლის თავდამსხმელმა 12-ჯერ ითამაშა და ერთი ბურთი გაიტანა.