დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელი იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.
47 წლის კლოპი დორტმუნდელებს 2008 წლიდან თავკაცობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ გერმანიის ჩემპიონატი მოიგო, ერთხელ ქვეყნის თასი და ორჯერ გერმანიის სუპერთასი. 2013 წელს მან დორტმუნდელები უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც “ბაიერნთან” დამარცხდნენ.
“ეს მომენტი იმიტომ შევარჩიე, რომ ვგრძნობ ამ გუნდისთვის იდეალური მწვრთნელი აღარ ვარ. ამ გადაწყვეტილებას სპორტულ შედეგებთან არავითარი კავშირი აქვს. რატომ ახლა? ეს კლუბს ოპერატიული რეაგირებისა და შემცვლელის მოძებნის საშუალებას მისცემს. “ბორუსია” იმსახურებს მწვრთნელს, რომელიც მას 100 პროცენტით მიესადაგება. ჩემი გადაწყვეტილება დაღლილობას ან სხვა კლუბთან მოლაპარაკებას არ უკავშირდება. მე ახლა ერთი ოცნება დამრჩა: საჩემპიონო ავტობუსით ბორზიგპლატცზე კიდევ ერთხელ გავიარო” – ციტირებს “ტვიტერი” BL_Latest-ი კლოპს.
“ბორუსიას” აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კლოპს მადლობა გადაუხადა:
“იურგენთან მისი ინიციატივით ვისაუბრეთ და ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ. იურგენ, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ “ბორუსია” ყოველთვის შენი მადლიერი იქნება”.