“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა ერიკ კანტონამ “მარკა”-სთან საუბრისას 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიხსენა. კანტონას თქმით, ის ტურნირი კატალონიამ მოიგო და არა ესპანეთმა.
“2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი კატალონიამ მოიგო და არა ესპანეთმა. მაშინდელ ესპანეთის ნაკრებში “ბარსელონას” 10ფეხბურთელი თამაშობდა. რომლებმაც მუნდიალის მოგებაში ლომის წვლილი შეიტანეს”- განაცხადა კანტონამ.