მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ “პორტუსთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ განაცხადა, რომ პორტუგალიური გუნდი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
“პორტუგალიურ გრანდს გახსნილი თამაში მოსწონს. მათ სურთ უკანდახეულებმა ითამაშონ, ბურთი ჩაიგდონ და შემდეგ კონტრშეტევაზე შემტევებმა ქუარეჟმამ და ბრაჰიმიმ პროდუქტიულად გამოიყენონ. მათ ძალიან კარგი ნახევარდაცვა ჰყავთ ქინტეროს, ერერას და კასემიროს სახით. აქ ყოფნით მე და ლოპეტეგი მოხარულნი ვართ. ახალგაზრდობისას ვერც კი ვიფიქრებდით, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთმანეთს მწვრთნელის რანგში დავუპირისპირდებოდით. “პორტუ” დიდებული გუნდია და პატივისცემას იმსახურებს.” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
მომავალ შეხვედრას გვარდიოლა საკადრო პრობლემებით ხვდება. “ბაიერნს” ტრავმირებული ხავი მარტინესი, ბენატია, ალაბა რობენი, შვაინშტაიგერი და რიბერი ვერ დაეხმარებიან. “პორტუს” მხრიდან მატჩში მონაწილეობას ტელიო ვერ მიიღებს, ხოლო ჯექსონ მარტინესის ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გვარდიოლა::: ჩვენ თუ ჩვენ თავს არ ვუშველეთ ჩვენ გვიშველის ოსმალოო
DDD
ორივე კარგი თამაში უნდა იყოს. აბა პორტუს დავბდღვნითო რომ ეთქვა, მაშინ გენახა გვარდიოლას გამზრდელის ქება დიდება.
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
დაიწყეს ერთმანეთის ქება-დიდება...
სწორია მერე. მეტოქის მიმართ თუნდაც ფორმალური პატივისცემის გამოხატვა