ფეხბურთი

15:24 | 15.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლოპეტეგი: “დაცვაშიც და თავდასხმაშიც საუკეთესონი უნდა ვიყოთ”

“პორტუს” მთავარმა მწვრთნელმა ჟულენ ლოპეტეგმა მიუნხენის “ბაიერნთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ განაცხადა, რომ მეტოქე ტრადიციულად შეეცდება ბურთის ფლობის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დააფიქსიროს, თუმცა ბურთს პორტუგალიელებიც კარგად ათამაშებენ.

“ამბიცია და იმიჯი: ეს ორი სიტყვა გვიტრიალებს თავში. მინდა ყველას შევახსენო, რომ მეოთხედფინალის საგზური არ მოგვიგია, ჩვენ ის მოვიპოვეთ. ამ ეტაპამდე მოვედით, ვამაყობთ და ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის ყოფნით ბედნიერები ვართ. მომდევნო მატჩში გვინდა მთავარი მოქმედი პირები ჩვენ ვიყოთ იმ მოწინააღმდეგესთან, რომელსაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო გუნდი ჰყავს. “ბაიერნს” ტრავმირებული ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა მოედანზე 7 ან რვა მსოფლიოს ჩემპიონი მაინც ეყოლება.

გვარდიოლას დიდ პატივს ვცემ. მეტოქე შეეცდება ბურთი ხშირად ჰქონდეს და ეს გამოსდის კიდეც. თუმცა არც ჩვენ ვეპყრობით ბურთს ცუდად და ჩინებულადაც ვიყენებთ. მომდევნო შეხვედრაში დაცვაშიც და თავდასხმაშიც საუკეთესონი უნდა ვიყოთ.” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

“პორტუმ” მიუნხენის “ბაიერნთან” ევროთასებზე ჩატარებულ 5 შეხვედრაში 1 მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და ორჯერ წააგო.

0.119057