ფეხბურთი

12:35 | 15.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოჩიგავა უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს

მარიუპოლის “ილიჩევეცის” მცველი ზურაბ ოჩიგავა უკრაინის 20 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შეკრებაზეა, რომელიც წელს 30 მაისიდან 20 ივნისამდე ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

19 წლის ოჩიგავა წარმოშობით ქართველია, მაგრამ უკრაინის მოქალაქეა. ის “ილიჩევეცის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. ოჩიგავა მარიუპოლელთა პირველ გუნდში მიმდინარე სეზონში დააწინაურეს და უკრაინის პრემიერლიგაში 6 მატჩი ჩაატარა. სასტარტო შემადგენლობაში 3-ჯერ მოხვდა, ხოლო ამდენივეჯერ შეცვლაზე შევიდა.

0.116878