ფეხბურთი

22:37 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩირიკაშვილმა ვარჯიში განაახლა

როგორც სოციალურ ქსელში ბათუმის “დინამოს” ოფიციალური გვერდი იუწყება, ირაკლი ჩირიკაშვილმა ორთვიანი პაუზის შემდეგ ინდივიდუალურად ივარჯიშა. სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ჩირიკაშვილი ძირითად გუნდს შეუერთდება.

28 თებერვალს ფოთის “კოლხეთთან” შეხვედრაში ჩირიკაშვილმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელთან შეჯახებისას დაზიანება მიიღო და მას შემდეგ სავარჯიშო პროცესს ჩამოშორებული იყო.

შვეიცარიული “ქსამაქსის” ყოფილმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგაში 16 მატჩი გამართა და 1 გოლი გაიტანა. მესამე ტურში ბათუმის “დინამომ” გასვლით მატჩში 1:0 დაამარცხა გორის “დილა.” ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე ირაკლი ჩირიკაშვილმა გაიტანა.

0.113427