მსოფლიო ახალგაზრდული ალაფისთვის მზადების ფარგლებში 20-წლამდე “ბორჯღალოსნები” მეოთხე შეკრებას გადიან. ხვალ, 15 აპრილს ჩვენი გუნდი შევარდენზე ღია ვარჯიშს გამართავს, რომელიც 17 საათზე დაიწყება.
მედია საშუალებების წარმომადგენლებს ვარჯიშზე მისვლა 16:30 სააიდან შეეძლებათ. ტრადიციული ღია ვარჯიშისგან განსხვავებით, ფოტო-ვიდეო გადაღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ტრიბუნიდან.
შეკრების მსვლელობისას ჩვენი გუნდი სპარინგ-მატჩს გამართავს ფრანგული ტოპ 14-ის წარმომადგენელ “კლერმონის” ესპუარებთან. გუნდები ერთმანეთს შევარდენზე 17 აპრილს 17 საათზე დაუპირისპირდებიან.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის მოსამზადებელ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა აქამდე 3 შეკრება გაიარა – წლის დასაწყისში მენტალური გამძლეობის შეკრება ჰქონდათ, შემდეგ იყო თბილისური შეკრება, რომლის ფარგლებშიც მათ ახალგაზრდა ძიუდოისტებთან გამართეს 2 ერთობლივი ვარჯიში, ბოლოს კი მარტის შეკრება შევარდენზე გაიარეს. 20-წლამდელები ალაფამდე უკანასკნელ მთავარ შეკრებას 26 აპრილს გეგმავენ.
ტურნირი ლისაბონში 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით გაიამრთება. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები “ა” ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელი პორტუგალიის თანატოლთა გუნდების წინააღდეგ, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.
მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):
12 მაისი. საქართველო – ურუგვაი 20:00 სთ.
16 მაისი. საქართველო – ფიჯი 20:00 სთ.
20 მაისი. საქართველო – პორტუგალია 20:00 სთ.
24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ
www.rugby.ge