სუპერლიგის მონაწილე “სოხუმის” კაპიტანი უკანახაზელი ირაკლი ჩლაიძე, რომელიც კალათბურთში საერთაშორისო ლიგის მონაწილე სტუს ეხმარება ტრავმის მოშუშების შემდეგ შეუდგა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ჩლაიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ჩლაიძემ შუბლის ტრავმა, საერთაშორისო სტუდენტური ლიგის თბილისში დასრულებული ოთხთა ტურნირის მეორე ტურში, ხარკოვის ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდთან შეხვედრის დროს მიიღო. აღნიშნულ შეხვედრაში ჩლაიძემ შუბლი გაიტეხა და 6 ნაკერი დაადეს.







