სუპერლიგის მონაწილე საკალათბურთო გუნდი “ოლიმპი” 18 აპრილს ესტონეთში მიემგზავრება, სადაც 22 აპრილამდე დარჩება.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ოლიმპის” მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა განუცხადა.
“ესტონეთში სამი საკონტროლო შეხვედრის ჩატარება გვაქვს დაგეგმილი, სადაც ამ ქვეყნის უმაღლესი ლიგის გუნდებს შევხვდებით. ჯერჯერობით მეტოქეთა ვინაობა ჩვენთვის უცნობია” - გვითხრა კაზანჯიანმა.
რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 8 გუნდს შორის “ოლიმპსა” და “ბათუმს” 18-18 ქულა აქვთ და V-VI ადგილებს ინაწილებენ.







