ფეხბურთი

20:52 | 14.04.2015 | ნანახია 1428 - ჯერ

რაული: “მალდინი “ოქროს ბურთს” იმსახურებდა”

ვეტერანი ესპანელი თავდამსხმელის, რაულის განცხადებით, რომელიც ამჟამად “ნიუ-იორკ კოსმოსის” რიგებში თამაშობს, მას არ ესმის თუ რის საფუძველზე ირჩეოდა ან ირჩევა “ოქროს ბურთის” გამარჯვებულები.

“ჩემთვის, პაოლო მალდინი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა იგი არასდროს დაჯილდოვებულა “ოქროს ბურთით” მხოლოდ იმიტომ, რომ მცველი იყო. იგივე შემიძლია ვთქვა რაიან გიგზისა და პოლ სქოულზის შესახებაც. დღეს “კოსმოსის” ახალგაზრდა ფეხბურთელები მაგალითს ჩავისგან და ინიესტასგან იღებენ, ანდაც სერხიო რამოსისგან. ეს ფეხბურთელები მეტ პატივისცემას იმსახურებენ”, - თქვა რაულმა.

რაული მადრიდის “რეალის” ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელად ითვლება. აღსანიშნავია, რომ “ოქროს ბურთი” არც მას მოუგია.

თეგებირაული

კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:09 | 15.04.2015
Tifoz Di MALDINI (18767)

კანავარომ კიდე საოცარი კი არა ზე სასწაული მუნდიალი დადო. 2 გაშვებული გოლი ისიც დაცვის კისერზე არ ყოფილა. მალდინის კიდე ერთხელ მაინც უნდა მოეგო ორიდან.

12:08 | 15.04.2015
Tifoz Di MALDINI (18767)

მალდინი ყველა დროის საუკეთესო მცველია < 3

12:07 | 15.04.2015
Tifoz Di MALDINI (18767)

შენც იმსახურებდი რაულ შე ცხოველო < 3

22:32 | 14.04.2015
stoikovich (5984)

100%-იანი ხარ რაულ.

22:23 | 14.04.2015
lfm123 (840)

კანავაროს მთლიანი აკრიერით ჩემი აზრით, ნესტაც ჯობია და მალდინიც.
უბრალოდ ის 1 წელი ქონდა ფაბიოს რაღაც სასწაული. მართლა უნიკალური მსოფლიო დადო ჯიჯისთან და ზიდანთან ერთად.

22:15 | 14.04.2015
Shevche (15054)

სადაც კანავაროს მისცეს, მალდინი მასზე ნაკლები მცველი ნამდვილად არ ყოფილა

22:10 | 14.04.2015
JUPITER (1548)

მართალ რაულ! რაულ შენც გეკუთვნოდა ოქროს ბურთი და დელ პიეროსაც!!!

21:48 | 14.04.2015
arturi-baierni (24493)

მთავარი ოქრო ხალხის სიყვარულია და არა რაღაც ბურთი.....გენაცვალეთ ორივეს

21:41 | 14.04.2015
Z U R A (18341)

ორი უდიდესი ლეგენდა ორივე იმსახურებდა ოქროს ბურთს... მაგრამ ამ ჯილდოს გარეშეც ბევრ ოქროს ბურთის მფლობელზე მაღლა დგანან...

21:33 | 14.04.2015
lfm123 (840)

ორი უდიდესი ლეგენდა როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ორი უდიდესი გრანდის სამეულში შემავალი ფეხბურთელები...

21:31 | 14.04.2015
arturi-baierni (24493)

ორი ლეგენდა რომლებსაც ძალიან მაგრად ვაფასებ...

21:01 | 14.04.2015
laciosErtguli (3640)

სურათზე მსოფლიო ფეხბურთის 2 ლეგენდა: რაულ გონსალეს ბლანკო და პაოლო მალდინი!!! მთელი ცხოვრება მომენატრება თქვენი თამაშის ყურება.

0.125693