ფეხბურთი

19:43 | 14.04.2015 | ნანახია 1493 - ჯერ

ფარერებზე ქართველებმა გაიტანეს

ფარერის კუნძულების ჩემპიონატის მე-6 ტურში ქართველი ფეხბურთელების გოლებით “სუდურუმ” “აბ არგირთან” საშინაო მატჩში პირველი გამარჯვება მოიპოვა (3:1). ანგარიში მე-4 წუთზე ვალერი იობაშვილმა გახსნა, მე-13 წუთზე მამუკა ტორონჯაძემ ორამდე გაზარდა სხვაობა, რასაც სტუმართა საპასუხო გოლი მოჰყვა. თამაშის მიწურულს ორბურთიანი უპირატესობდა აღდგა, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე მამუკა ტორონჯაძემ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

“სუდურუ” სატურნირო ცხრილში 3 ქულით ბოლო, მეათე ადგილზე იმყოფება. ასევე 3 ქულა აქვს მე-9 ადგილზე მყოფ “სტრეიმურს,” ხოლო მე-8 ადგილს 5 ქულით “აბ არგირი” იკავებს.

გერმანიის ა ჟუნიორ ნეიდერჰეინლიგის 21-ე ტურში ვატო მურჯიკნელის “ბვ დიუსელდორფი” საკუთარ მოედანზე “ობერჰაუზენს” დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ქართველმა ფეხბურთელმა კი მატჩი სრულად ჩაატარა.

21 ტურის შემდეგ 14 გუნდიან ჩემპიონატში, რომელშიც მხოლოდ 19-წლამდე ფეხბურთელები იღებენ მონაწილეობას, ქართველი მცველის გუნდი 26 ქულით მე-8 ადგილზეა. 17 წლის ვატო მურჯიკნელმა, რომელსაც საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში უთამაშია, მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა შეძლო, ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ “შვარც ვეი ესენთან” მატჩში კი საჯარიმო დარტყმით მოახერხა მეტოქის კარის აღება.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:47 | 15.04.2015
რენე ფერეირა (6798)

Gigatrancer
Jer adrea male maqac vnaxavt qartvel fexburtelebs

14:03 | 15.04.2015
BEERTRANCE (97819)

ახლა 1 გიბრალტარის ჩემპიონატში გვინდა დესანტი და

10:02 | 15.04.2015
ირაკლი1986 (2288)

კიდე სად გააქვთ ჯჯ ლიგაში ხოო???????????ვავა საქართველო....................

00:47 | 15.04.2015
დათო გურგენიძე (1264)

ვაააააააააა აქაც ქართველები გვყავს? ვააააააააა თქვენ გენაცვალეთ მაგ ცარიელ თავში

21:35 | 14.04.2015
kiler (975)

გამომივიდნენ აქ კლავიატურჩიკები ბ ლ ი ა დ

14:02 | 15.04.2015
BEERTRANCE (97819)

კლავიარტუჩიკულად შენ წერ ზუსტადაც.

21:33 | 14.04.2015
kiler (975)

ვითომ მაგრები ხართ ასეთ ირონიულ კომენტარებს რო დებთ? ერთი თქვენ რა შეგიძლიათ ირონიის გარდა დაწერეთ ერთი ბ.ლ ი ა დ.გენაცვალეთ ბიჭებო წარმატებები

20:04 | 14.04.2015
რენე ფერეირა (6798)

Saswrafod nakrebshi sanam farerebi shetavazebs moqalaqeobas.DD

20:02 | 14.04.2015
stoikovich (5984)

წაკითხვა შეგძულდება კაცს...

19:57 | 14.04.2015
FC.BAYERN+GERMANY (10046)

კაია ქართული ფეხბურთი აყვავების გზაზეა

0.156487