ფეხბურთი

13:31 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

იანგი ხელფასის დაკლებაზე თანახმაა

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევი ეშლი იანგი მზადაა “მანჩესტერ იუნაიტედში” ხელფასი შეუმცირდეს და გუნდში დარჩეს. 29 წლის ფეხბურთელი “წითელმა ეშმაკებმა” 2011 წელს “ასტონ ვილასაგან” 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირეს, 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და კვირაში 120 000 გირვანქა დაუნიშნეს.

მიმდინარე სეზონში იანგმა ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა, სულ კი ჯამში 24 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. შემტევის სატრანსფერო ღირებულება 2014/15 წლების სეზონში 2 მილიონით დაეცა და ამჟამად მისი გადაბირება 9 მილიონ ევროდ შეიძლება.

0.115609